Loading...

100% NATURAL AND EXCLUSIVE, WINES MADE IN QVEVRI

ჩვენ

ღვინის წარმოება, დაუღალავი შრომისა და სიყვარულის შედეგია...

ჩვენი კომპანია აწარმოებს 100% ნატურალურ, ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრში დაყენებულ მაღალი ხარისხის ღვინოებს.
ქვევრში ღვინის დაყენება დიდ შრომას, საქმისადმი რწმენას, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და საკუთარი ვენახების უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, მცირე რაოდენობის, მაგრამ ,უმაღლესი კლასის ღვინოების მიღების საშუალებას იძლევა.


ვენახები

საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიში არსებობს.

 

ყველა საღვინე ყურძნის ჯიშს გავრცელების რეგიონალური ზონების მიხედვით გააჩნია საკუთარი უნიკალური თვისებები და მახასიათებლები.

შესაბამისად ჩვენი ვენახები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს:

დასავლეთ საქართველოში სამრეწველო წარმოებისათვის ვიყენებთ: ოცხანურ საფერეს, კრახუნას, ციცქას, ალადასტურეს, ცოლიკაურს, ალექსანდროულსა.

აღმოსავლეთ საქართველოში - რქაწითელს, საფერავს, ხიხვს, ქისს.


ქვევრი

ქართული ღვინის ქვევრში დაყენების მეთოდს 2013 წელს იუნესკომ (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს იმის დასტურიცაა, რომ საქართველო ღვინის წარმოების უძველესი კერაა.

ქვევრის მშენებლობის მეთოდი თაობიდან თაობაზე გადადიოდა და დღესაც თითქმის უცვლელი ტრადიციული ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში მექვევრეობა გავნითარებულია კახეთში (სოფელი ვარდისუბანი), გურიაში (სოფელი აცანა) და ზემო იმერეთში.

ქვევრის დასამზადებელი თიხა საუკუნეებია მოიპოვება მაღალ მთიანი რეგიონების საბადოებში. აქ მოპოვებული თიხა მდიდარია ოქროთი, სხვა სასარგებლო ფერადი ლითონებითა და კირით. კირი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც ღვინის 400-მდე სხვადასვა დაავადების წამომქმნელ მავნე ბაქტერიას ანადგურებს.

თიხის მოზელა და ქვევრის მშენებლობა ხელით შესრულებული ეტაპობრივი პროცესია, რომლის საბოლოო შედეგი მეთუნის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ათასი ლიტრის ტევადობის ქვევრის მშენებლობას დაახლოებით 2 კვირა სჭირდება. კედლების ამოყვანა ხდება 10-15 სანტიმეტრიანი ფენებით, რომელთა ერთმანეთზე დაშენება წინა შრის გაშრობის შემდეგ ხორციელდება. აშენებული ქვევრი 3 კვირის განმავლობაში ბუნებრივად შრება და იძენს პირველად სიმტკიცეს, რის შემდეგაც ის გადააქვთ სპეციალურ ქურაში, სადაც ტემპერატურული რეჟიმის დაცვით 7 დღე ღამის განმავლობაში ხდება მისი გამოწვა. გამომწვარი ქვევრი იწრთობა. ერთი თვის მანძილზე თვითგამკვრივების პროცესის შედეგად ის იძენს სრულ სიმტკიცეს.

გამზადებულ ქვევრს ათავსებენ მიწაში წინასწარ შერჩეულ და მომზადებულ ადგილას. მიწაში ჩაფლულ ქვევრში იქმნება მიკროკლიმატი, რომლის პირობებში მიმდინარეობს ღვინის დადუღების პროცესი.

ქვევრში ტემპერატურა სტაბილურია. ის მუდმივად ღვინის დუღილისათვის საჭირო 13°-15°C-ს ინარჩუნებს. მასში ბუნებრივად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს ის ქიმიური პროცესები, რომელთაც ქარხნის პირობებში სპეციალური დანადგარები და დანამატები ასრულებენ. სანამ ღვინო დადუღდება, მას ხშირი მორევა სჭირდება, დღეში 4-5-ჯერ. დუღილის დასრულებისას ყურძნის წიპწები, ჭაჭა და კლერტი ქვევრის ფსკერზე იძირება. წნევის ზემოქმედებით წიპწას ლექი გადაეფარება, რის შედეგადაც წიპწა და ღვინო ერთმანეთისგან განცალკევდება.

ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. ქვევრში ღვინის დაყენება საკუთარ ჭაჭაზე არის ამ მეთოდის უპირველესი პირობა. ეს აუცილებლად ხდება როგორც ალკოჰოლური დუღილის, ისე მის შემდგომ პერიოდშიც.

ქვევრში დაყენებული ღვინო არის აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტი. სხვა ღვინოებისაგან ის გამოირჩევა სპეციფიკური მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებებით: მაღალი ენერგეტილული შემცველობით, სამკურნალო და იმუნიტეტის გაძლიერების შესაძლებლობებით. ღვინო მდიდარია ფენოლური შენაერთებით და სხვა ჯგუფების ვიტამინებით. გამოირჩევა „pp“ ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც კვებავს გულის სისხლძარღვებს.

ღვინო

100 % ნატურალური ყურძნის ღვინოები. დამზადებულია ქვევრში, ტრადიციული, მრავალ საუკუნოვანი ტექნოლოგიით.

გააჩნია ქვევრში დაყენებული ღვინისათვის დამახასიათებელი ყველა თვისება: მაღალი ენერგეტიკული ღირებულება, სამკურნალო თვისებები. აძლიერებს იმუნიტეტს.

ღვინოები მდიდარია ფენოლური შენაერთებითა და სხვადასხვა ვიტამინის ჯგუფებით. გამოირჩევა „PP“ ვიტამინის მაღალი შემცველობით, რომელიც კვებავს გულის სისხლ ძარღვებს.

რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო

რქაწითელის ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში.

ფერზე არის ქარვისფერი, არომატი მდიდარია შემოდგომის ხილის ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

რქაწითელი

კრახუნა

თეთრი მშრალი ღვინო

კრახუნას ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში.

ფერზე არის მუქი ჩალისფერი, არომატი მდიდარია შემოდგომის ხილის ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

კრახუნა

ცოლიკოური

თეთრი მშრალი ღვინო

ცოლიკოურის ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში.

ფერზე არის ღია ჩალისფერი, არომატი მდიდარია გაზაფხულის ხილის ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

ცოლიკოური

ალადასტური

წითელი მშრალი ღვინო

ალადასტურის ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია ბაღდათის რაიონის სოფელ დიმში.

ფერზე არის ღია წითელი, არომატი მდიდარია ყვავილების ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

ალადასტური

ალექსანდროული

წითელი მშრალი ღვინო

ალექსანდროულის ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია ამბროლაურის რაიონის სოფელ მე-2 ტოლაში.

ფერზე არის ღია წითელი, არომატი მდიდარია კენკროვანის ტონებით.გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

ალექსანდროული

ოცხანური საფერე

წითელი მშრალი ღვინო

ოცხანური საფერე ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩაში.

ფერზე არის ბროწეულისფერი, არომატი მდიდარია სხვადასხვა ხილის ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

ოცხანური საფერე

საფერავი

თეთრი მშრალი ღვინო

საფერავის ყურძნის ჯიშის ღვინო დაყენებულია ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით. მოსავალი მიღებულია გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში.

ფერზე არის მუქი წითელი, არომატი მდიდარია ზაფხულის ხილის ტონებით. გამოირჩევა ხანგრძლივი და სასიამოვნო გემოთი.

საფერავი

კონტაქტი

ტელეფონი
+995 599 47 44 57
მისამართი
საქართველო, ბაღდათის რაიონი სოფ. ვარციხე
ელფოსტა